საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის ბორდის დასაკომპლექტებლად შესაძლოა კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდეს

გამოქვეყნებულია 2013-12-31 15:11:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად შესაძლოა კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდეს.
პარლამენტმა საკონსკურსო კომისიის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან მხოლოდ სამი დაამტკიცა. ბორდის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში.

მმართველ გუნდსა და უმცირესობას ორ-ორკაციანი კვოტა აქვთ შესავსები. სახალხო დამცველმა და აჭარის მაუწყებელმა თითო-თითო კანდიდატი უნდა წარადგინონ.

დეპუტატები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუერვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტში 15 იანვარს საგანგებო სესიაზე განიხილავენ.

1352

უახლესი