საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პეტიცია სსმ-ის ბორდის კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებით დაკომპლექტების მოთხოვნით

გამოქვეყნებულია 2014-01-08 11:23:00


სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტს პეტიციით მიმართავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წევრებით დაკომპლექტებისაკენ მოუწოდებენ, რომლებიც პარლამენტს საკონკურსო კომისიამ გადასცა.

პეტიციაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნათქვამია, რომ საკონკურსო კომისიამ 27 კანდიდატი გამჭირვალედ და მიუკერძოებლად შეარჩია.

სამოქალაქო სექტორის წევრებისათვის მიუღებელია კონკურსის ხელმეორედ გამოცხადება. მათი აზრით, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური ინტერესების გარეშე დააკომპლექტოს.

საკანონმდებლო ორგანოზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში სამოქალაქო სექტორის პეტიციას. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესის პოლიტიზება გარედან ხდება და პარლამენტი ბორდს მიუკერძოებლად დააკომპლექტებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან სამის შერჩევა ვერ მოხერხდა, რის გამოც კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

უმრავლესობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში პოლიტიკური ინტერესების გავლენას გამორიცხავს.

1470

უახლესი