საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

უმრავლესობა ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

გამოქვეყნებულია 2014-01-20 11:33:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ლელა გაფრინდაშვილს, რომელიც პარლამენტს სახალხო დამცველის აპარატმა წარუდგინა, უმრავლესობა რიგგარეშე სესიაზე მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ელისო ჩაფიძემ განუცხადა. ჩაფიძის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, უმრავლესობას არ აქვს უფლება, მეორე მოსმენაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რადგან ამ დრომდე მათ არავინ დაუსახელებიათ, ეს კი კონკურსის ხელმეორედ ჩატარების აუცილებლობას ქმნის.

ანი მიროტაძის განმარტებით კი, კენჭისყრის მეორე ეტაპზე უკვე შერჩეულ კანდიდატებს, 75 ხმის ნაცვლად, 50 პლიუს ერთი ხმით აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბორდის მხოლოდ ორი წევრია დამტკიცებული. სამი კანდიდატი: ნინია კაკაბაძე, ლელა გაფრინდაშვილი და გენო გელაძე კი პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

1352

უახლესი