საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

რამდენიმე არასამთავრობო სსმ-ის მეურვეების შერჩევის პროცესს ეხმაურება

გამოქვეყნებულია 2014-01-27 11:40:00


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროდ, კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოობის მოპოვების შემდგომ, პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინა საკუთარი ნება - გაეთავისუფლებინა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი ჩატარება ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, რათა მათ მიერ პროცესისადმი უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგში იყოს გარანტირებული. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტს, მიიღოს დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოსახლეობის შეუფერხებლად და თავისუფლად ინფორმირების მიზნით", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

1191

უახლესი