საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ფილმის "დაკარგული ისტორია" პრეზენტაცია შსს-ს აკადემიაში გაიმართა

გამოქვეყნებულია 2014-01-30 11:42:00


ფილმის "დაკარგული ისტორია“ პრეზენტაცია 30 იანვარს 14:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ ფილმი "დაკარგული ისტორია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით გადაიღო.

პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, ისტორიკოსები, მკვლევარები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფილმში აღწერილია უშიშროების არქივის ისტორია. მოთხრობილია არქივში მოხვედრილი პირველი სისხლის სამართლის საქმის შესახებ. აღწერილია არქივის ქ. სმოლენსკში გატანისა და განადგურების ფაქტები. თბილისის ომის დროს განადგურდა, დაიკარგა და დაიწვა უშიშროების არქივის 80 პროცენტი, მათ შორის სისხლის სამართლისა და საიდუმლო თანამშრომელთა პირადი და სამუშაო საქმეები.

ფილმში ასევე მოთხრობილია, როგორ გადასცა უშიშროების კომიტეტმა ლიტერატურის მუზეუმს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სისხლის სამართლის საქმეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.

1456

უახლესი