საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

The Shin & მარიკო საქართველოს 59-ე ევროფესტივალზე წარადგენენ

გამოქვეყნებულია 2014-02-04 11:44:00


ჯგუფი The Shin & მარიკო ებრალიძე საქართველოს 59-ე ევროფესტივალზე წარადგენენ, - ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე დღეს, გამოაცხადა.

მარიკო ებრალიძე რამდენიმე დღეში გერმანიის ქალაქ შტუდგარტში გაემგზავრება, სადაც The Shin-თან ერთად სიმღერას ჩაწერს, რომელზეც ჯგუფი უკვე მუშაობს. ამის შემდეგ, საქართველოში ერთობლივი ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყება. კლიპს რეჟისორი კახა ბუხრაშვილი გადაიღებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.

The Shin & მარიკო 59-ე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.

2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.

1422

უახლესი