საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეები პარლამენტს უჩივიან

გამოქვეყნებულია 2014-02-06 11:47:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 6 წევრი პარლამენტის წინააღმდეგ - ამ საქმეზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა გაიმართა.

ბორდის წევრები მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ იმ ცვლილებებს ასაჩივრებენ, რომელიც სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტებას გულისხმობს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი წესის საფუძველზე, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად მათი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას იწვევს, რაც, მათი აზრით, ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევაა.

სამეურვეო საბჭოს წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება.

1542

უახლესი