საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ნორმები შეაჩერა

გამოქვეყნებულია 2014-02-20 11:49:00


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ნორმები შეაჩერა.

სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელის იმ ნაწილს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, მეურვეები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით მათთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეჩერებას ასაჩივრებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბერს მიმართა.

1443

უახლესი