საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

კახა სონიშვილი 2005-2012 წლებში მაუწყებელში არსებულ ფინანსურ ქაოსზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია 2014-03-03 11:56:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში კახა სონიშვილი 2005-2012 წლებში მაუწყებელში არსებულ ფინანსურ ქაოსზე - არამიზნობრივ ხარჯებზე, წლების განმავლობაში დაგროვებულ მილიონობით დავალიანებასა და ბუნდოვან ბიუჯეტზე - განცხადებას აკეთებს.

• საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში ადასტურებს, რომ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მილიონ ლარამდე ღირებულების სარეკლამო დრო იყიდა, თანხა პარტიამ სრულად მხოლოდ 2011 წელს დაფარა.

• ბუნდოვანი ხარჯები, ისეთი როგორიცაა: ავტომობილებით მომსახურების შესახებ გაფორმებული კონტრაქტი (მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2 მლნ. ლარს).

• ტელეკომპანია „პიკისთვის“ განკუთვნილი ბიუჯეტი, საიდანაც კომპანიის დირექტორს, ბ-ნ რობერტ პარსონსს ხელფასის სახით, წინმსწრებად ერიცხებოდა 15 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, ყოველთვიურად, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის სოლიდური თანხები ირიცხებოდა მენეჯმენტის სახელზე არსებულ ბიზნეს ბარათებზე; ათასობით ლარია გახარჯული არამიზნობრივ ტრენინგებზე.

• საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში ადასტურებს, რომ 2010 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის გაიხარჯა 2 მილიონ ლარამდე, მაშინ როცა 2013 წელს ევროვიზიის ხარჯმა 250 ათასი ლარი შეადგინა.

გასული წლების განმავლობაში 2005 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტები არ იყო გამჭვირვალე. ბიუჯეტები არ არის გაწერილი თვეების მიხედვით. წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა ტიპის დავალიანების, არამიზნობრივი ხარჯებისა და ბუნდოვანი ბიუჯეტების მიუხედავად, სამეურვეო საბჭოს, რომელიც თავად განსაზღვრავს მაუწყებლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, პრეტენზია გენერალურ დირექტორებთან არ ჰქონია.

1272

უახლესი