საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეობის მსურველებმა განცხადებები 26 მარტამდე უნდა წარადგინონ

გამოქვეყნებულია 2014-03-12 11:57:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დარჩენილი 5 წევრის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები 26 მარტამდე უნდა წარადგინონ.
საკონკურსო კომისია უცვლელი შემადგენლობით პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეცა. კომისიის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიიღეს და განცხადებებიდან 15 კანდიდატის შერჩევაზე თანხმობა განაცხადეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დამტკიცების პროცესში კანონი არ დარღვეულა. ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებმაც კონკურსის პირველ ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა.

1342

უახლესი