საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა 26 მარტამდე გაგრძელდა

გამოქვეყნებულია 2014-03-19 12:02:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა 26 მარტამდე გაგრძელდა.

განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პროცედურის მიხედვით, კომისიის შემადგენლობამ მეურვეობის მსურველთაგან 15 კანდიდატი 26 მარტიდან 10 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.

ამ დროისთვის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 5 ვაკანტური ადგილია. აქედან ორი საპარლამენტო უმრავლესობის, ერთი უმცირესობის, ერთი აჭარის ტელევიზიისა და ერთი ოპოზიციის კვოტით უნდა შეივსოს.

1430

უახლესი