საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

გამოქვეყნებულია 2014-04-02 12:16:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი მეორე ეტაპზე გადავიდა. კომისიამ 27 კანდიდატიდან 15 უნდა შეარჩიოს.

გასაუბრება დღეს და ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც სია პარლამენტში შევა. საბოლოო ჯამში, დეპუტატები 5 კანდიდატს დაამტკიცებენ.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 9 მეურვით არის განსაზღვრული, საიდანაც 4 პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, 5 ადგილი კი ვაკანტურია.

მეურვეობის მსურველებთან გასაუბრების პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

1477

უახლესი