საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება

გამოქვეყნებულია 2014-04-02 12:16:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი მეორე ეტაპზე გადავიდა. კომისიამ 27 კანდიდატიდან 15 უნდა შეარჩიოს.
გასაუბრება დღეს და ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც სია პარლამენტში შევა. საბოლოო ჯამში, დეპუტატები 5 კანდიდატს დაამტკიცებენ.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 9 მეურვით არის განსაზღვრული, საიდანაც 4 პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, 5 ადგილი კი ვაკანტურია.

მეურვეობის მსურველებთან გასაუბრების პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს.

მეურვეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://2tv.ge/cat/5/

1282

უახლესი