საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საკონკურსო კომისიამ GPB-ის მეურვეობის 18 კანდიდატი დაასახელა

გამოქვეყნებულია 2014-04-07 12:20:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის 18 კანდიდატი დაასახელა.

კომისიის წევრთა 9 ხმა მიიღეს თამარ ამაშუკელმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზვიად კირტავამ. 8 ხმა მიიღეს გენადი გელაძემ, დავით კიზირიამ, ია მამალაძემ და მიხეილ მირზიაშვილმა. 7 ხმით კანდიდატებს შორის არიან აკაკი ჩარგეიშვილი და კოსტანტინე ჩლაიძე, 6 ხმით - ნინია კაკაბაძე, გიორგი კოხრეიძე და ნესტან ნიჟარაძე, 5 ხმით - გრიგოლ გოგელია, ალექსანდრე ვახტანგოვი, იზაბელა ოსიპოვა, ნუგზარ სუარიძე, ირინა ფუტკარაძე და არჩილ შუბაშვილი.

სწორედ მათგან უნდა შეარჩიონ და პარლამენტს წარუდგინონ სასურველი კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობამ (2 კანდიდატი), საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა (2 კანდიდატი) და აჭარის უმაღლესმა საბჭომ (1 კანდიდატი).

კანდიდატებს პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს. სამეურვეო საბჭოს წევრი გახდება ის, ვინც მინიმუმ 76 ხმას მიიღებს. თუ კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭო სრულად არ დაკომპლექტდა, ვაკანტურ თანამდებობებზე დასამტკიცებლად პარლამენტს კანდიდატები ხელახლა წარედგინება. ამ შემთხვევაში თანამდებობაზე ასარჩევად მინიმუმ 51 ხმა არის საკმარისი. თუ ამ შემთხვევაშიც არ დაკომპლექტდება სამეურვეო საბჭო 9 წევრით პარლამენტის თავმჯდომარე ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს.

კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტმა დამტკიცა. კომისიის წევრები არიან: ია ანთაძე (ჟურნალისტი, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე), ნინო ბექიშვილი (ჟურნალისტი), ზვიად დევდარიანი („სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი), ნათია კაპანაძე (იურისტი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი), ნათია კუპრაშვილი („რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი“ დირექტორი), არნოლდ სტეფანიანი (საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე), ზაზა შათირიშვილი (ფილოსოფოსი), ზვიად ქორიძე (ჟურნალისტი) და თამაზ ჯოლოგუა (ფილოლოგი). მათვე შეარჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 ვაკანტურ თანამდებობაზე 27 ნოემებერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატები, რომელთაგანაც 4 საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

საზოგადოებრივი მაუწყბლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით არჩეული წევრები არიან - მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია. კანონით, ახალი წესით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება სამჭოს მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტების შემდეგ იწყება.
წყარო: media.ge

1395

უახლესი