საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

GPB-ს მეურვეობის კიდევ ერთი კანდიდატი დავით კიზირია იქნება

გამოქვეყნებულია 2014-04-08 12:22:00


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა მყოფი პარლამენტარები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად დავით კიზირიას დაასახელებენ.

დავით კიზირია სტრატეგიული დაგეგმარების ექსპერტია „კომპიუტერის გამავრცელებელ საზოგადოებაში“, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორად და მის მოადგილედ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარების მენეჯერად.

კიზირია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ იმ 18 კანდიდატს შორის შეარჩია, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობას მიღმა დარჩენილ დეპუტატებსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შესთავაზა. მას 9 წევრიანი კომისიის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 აპრილს სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობა“ სამეურვეო საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად ნინია კაკაბაძეს წარადგენს.

აჭარის უმაღლესი საბჭო სამეურვეო საბჭოს კანდიდატის შესარჩევად რიგგარეშე სესიას დღეს მართავს. საპარლამენტო უმრავლეობა კანდიდატებზე ჯერ არ შეთანხმებულა. მათ კანდიდატების დასახელების ვადა დღეს, 8 აპრილს ეწურებათ.
კანონმდებლობის მიხედვით სამეურვეო საჭო საპარლამენტო უმრავლეობის (3), უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა დეპუტატების (3), სახალხო დამცველისა (2) და აჭარის უმაღლესი საბჭოს (1) მიერ წარდგენილი კანდიდატებით უნდა დამტკიცდნენ. დამტკიცდება ის კანდიდატი, რომელიც მინიმუმ 76 ხმას მიიღებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით არჩეული 4 მეურვე ჰყავს - უმრავლესობის მიერ დასახელებული ნათელა სახოკია, უმცირესობის მიერ წარდგენილი ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები - მარინე მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი. შესაბამისად, კანდიდატების დასახელების უფლება საპარლამენტო უმრავლესობას (2), უმრავლესობას მიღმა დარჩენილ დეპუტატებს (2) და აჭარის უმაღლეს საბჭოს (1) შეუძლიათ.

წყარო: media.ge

1501

უახლესი