საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

როგორ გადაწყდება სსმ-ის სამეურვეო საბჭოს საკითხი

გამოქვეყნებულია 2014-04-14 12:21:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გარშემო წარმოქმნილ სამართლებრივ კოლიზიაზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც პარლამენტს საკუთარ რეკომენდაციებს შესთავაზებს, - ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტუტიციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს არ უშლის იმას, რომ პარლამენტმა ახალი ბორდის ის წევრები დაამტკიცოს, რომელიც მას საკონკურსო კომისიამ წარუდგინა.

დეპუტატები სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურებზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობამ, უმცირესობამ და აჭარის უზენაესმა საბჭომ უკვე წარადგინეს მათ მიერ შერჩეული კანდიდატურები.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მიმდინარე კვირაში ჩატარდება კენჭისყრები და საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა მინიმუმს იმისათვის, რომ საბჭო ქმედითუნარიანი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა. პარალელურად, პარლამენტში ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს.

1381

უახლესი