საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„მე პატარა ქართველი ვარ“-Prix Circom 2014-ის რჩეული დოკუმენტური ნამუშევარი

გამოქვეყნებულია 2014-04-14 12:27:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული ფილმი „მე პატარა ქართველი ვარ“ (რეჟისორი ლევან ადამია) ევროპის რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის 2014 წლის დაჯილდოების რჩეულ დოკუმენტურ ნამუშევრად დასახელდა, ამ კატეგორიაში 50-ზე მეტი ფილმი იყოს წარდგენილი.


გალა დაჯილდოება ევროპის რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის 2014 წლის კონფერენციის დროს ხორვატიის ქალაქ კავტატში, 8 მაისს გაიმართება.

Prix Circom 2014 ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელშიც ევროპის წამყვანი მაუწყებლები მონაწილეობენ.

ფილმის რეჟისორი: ლევან ადამია;
სცენარის ავტორები: მანანა ხიდაშელი, ზაზა ჯღარკავა;
აღმასრულებელი პროდიუსერი: ნინო მდევაძე;
ფილმის „მე პატარა ქართველი ვარ“ ნახვა შეგიძლიათ აქ

1313

უახლესი