საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პარლამენტმა სსმ-ის ბორდის 3 წევრი აირჩია, უმცირესობის კანდიდატები კი ჩააგდო

გამოქვეყნებულია 2014-04-17 12:36:00


პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრი აირჩია - სანდრო ვახტანგოვი, გრიგოლ გოგელია და გიორგი კოხრეიძე. ბორდში კვლავ ვაკანტური რჩება ორი ადგილი. უმცირესობის კანდიდატები დღეს არ დაამტკიცეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძველი ბორდის წევრებს უფლებამოსილება აღუდგათ. ამგვარად, ვითარება შემდეგია: საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე ჰყავს ბორდის ძველი შემადგენლობის შვიდი წევრი და ახალი საბჭოს ასევე 7 წევრი.

ახლა საკითხავია, ვინ უნდა შეასრულოს სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება. ამ რთულ კითხვას დღეს დეპუტატებს "მოამბის" ჟურნალისტი ლიკა ხურციძეც უსვამდა.

1410

უახლესი