საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

GPB-ს საზედამხედველო საბჭო და გადაწყვეტილების მიმღები მეურვეები

გამოქვეყნებულია 2014-04-29 12:39:00


Media.Ge-ს ხელთ არსებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების სამუშაო ვერსიის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოშო შემორჩენილ 7 წევრს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გაასაჩივრეს, საზედამხედველო ფუნქცია ექნება და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

ამასთან, გადაწყვეტილების მიმღებნი იქნებიან პარლამენტის მიერ ახალი წესით დამკიცებული წევრები. ამჟამად დამტკიცებულია 7 წევრი, რადგან დარჩენილ ორ ვაკანსიაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა სამჯერ ჩავარდა.

როგორც Media.Ge-ს პარლამენტიდან აცნობეს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. საბოლოოდ უნდა დაზუსტდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების, ე.წ საზედამხედველო საბჭოს და ახალი წესით არჩეული მეურვეების უფლებამოსილება.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, საზედამხედველო საბჭოს წევრების ყოველთვიური სახელფასო ანზღაურება და მათი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დამატებითი ცვლილებების შეტანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილს გასული წლის შემოდგომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ის მუხლი, რომელიც მოქმედ მეურვეებს უფლებამოსილების ვადას უმცირებდა, არაკონსტიტუციურად ცნო.

პარლამენტში ვერ დააზუსტეს, როდის მიიღებენ კანონპროექტის საბოლოო ვერსიას, და როდის გაიტანენ მას საკომიტეტო მოსმენებსა თუ პლენარულ სხდომაზე.

წყარო: media.ge

1310

უახლესი