საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის ბორდის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო პარლამენტში ახალი კანონპროექტი მომზადდა

გამოქვეყნებულია 2014-04-29 12:40:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო პარლამენტში ახალი კანონპროექტი მომზადდა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირებული ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ორპალატიანი იქნება.
შეიქმნება მონიტორინგის საბჭო, რომელიც ბორდის ძველი შემადგენლობით დაკომპლექტება. საბჭო ახალ ბორდსა და გენერალურ დირექტორს გაუწევს მონიტორინგს და მას ტელევიზიის ბიუჯეტთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტის უფლებაც ექნება. ასევე, შეეძლება გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც.

ახალ კანონპროექტს განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. საკანონმდებლო კაზუსი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალი ბორდის დაკომპლექტების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი სამეურვეო საბჭოს შვიდ წევრს უფლებამოსილება აღუდგინა.

1482

უახლესი