საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის ბორდი მაუწყებლობის კანონში ახალი ცვლილების გასაჩივრებასაც აპირებს

გამოქვეყნებულია 2014-05-01 12:42:00


საკანონმდებლო ორგანო "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისათვის ემზადება. პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაკეთება კიდევ ერთხელ მოუხდა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტი მოცემულ ვითარებაში იძლევა საშუალებას, რომ ერთი მხრივ, არ შეჩერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი და მეორე მხრივ, არ შეილახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

პარლამენტის თავმჯდომარეს დღესვე მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ უპასუხა. ცვლილებების შემთხვევაში, ბორდის ძველი შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლებს.

1367

უახლესი