საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მეორე არხი არჩევნების მონაწილეებთან მემორანდუმს აფორმებს

გამოქვეყნებულია 2014-05-09 12:45:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეებთან მემორანდუმს აფორმებს. შეთანხმების მიხედვით, ტელევიზია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს საეთერო დროს შესთავაზებს და პირდაპირ ეთერს დაუთმობს, 45 წუთის ხანგრძლივობით.
პარტიის და საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ, რომ გადაცემა "ეპიცენტრში" მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნონ და წამყვანების შეკითხვებს უპასუხონ. შეკითხვები სტანდარტული იქნება და ის წინასაარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროგრამის პრიოროტეტებს, არჩევნებში გამარჯვების შანსებსა და ახალ საარჩევნო კოდექსს შეეხება. გადაცემებში მონაწილეობის ზუსტი დრო, ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ჩატარებული კენჭისყრის შედეგაგ გაირკვა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ქართულ პარტიას", "რეფორმატორებსა" და "ხალხის პარტიას", რის გამოც მათ წინასაარჩევნოდ მემორანდუმით გათვალისწინებული უფასოს საეთერო დრო არ გამოეყოფათ.

1257

უახლესი