საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2014-05-19 12:51:00


"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დღეს გამართული აქციის საპასუხოდ, მაუწყებელი აცხადებს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველ შაბათს 22:00 საათზე პირველი არხის ეთერში გადის გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა „წითელი ზონა“ ფილმთან ერთად.

აღნიშნული გადაცემის ავტორი თავად განსაზღვრავს გადაცემის თემატიკას, მის შინაარსს და თავადვე ირჩევს ფილმს, რომელიც გადაცემის შემდეგ გადის ეთერში წამყვანის წარდგენით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც 2012 წლის 19 ოქტომბრიდან 2014 წლის პირველ აგვისტომდე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობასთან“ გაფორმებული აქვს კონტრაქტი, გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, პირველი არხის ეთერით გადაცემაში "წითელი ზონა" ნაჩვენები იყო ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმი „დედა, მამა მე გეი ვარ“ და მხატვრული ფილმი "ნაადრევი სუსხი" (რეჟ. პ. პინო). გადაცემის თემა: ჰომოფობია; სტუმარი: ეკა აღდგომელაშვილი.

1173

უახლესი