საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ გოგელია აირჩიეს

გამოქვეყნებულია 2014-05-21 12:53:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ თანამდებობაზე გრიგოლ გოგელია აირჩიეს. დღესვე საბჭოს წევრებმა მის მოადგილედ მარინა მუსხელიშვილი აირჩიეს.
ახალმა ბორდმა დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, თუმცა პარლამენტმა ამ დროისთვის მხოლოდ 7 დაამტკიცა. მეურვეთა ამ რაოდენობას კი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება აქვს.

1584

უახლესი