საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ახალი საინფორმაციო პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

გამოქვეყნებულია 2014-05-21 12:48:00


ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მომზადებული რეპორტაჟები, საინფორმაციო ვიდეორგოლები და ფილმები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში 5 ენაზე გავა.
მაუწყებლის პროექტის დეტალები გიორგი ბარათაშვილმა დღეს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ სოფო შამანიდს გააცნო.

საინფორმაციო პროექტი აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე მომზადდება.

პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

1403

უახლესი