საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ვიდეორგოლები მომზადდა

გამოქვეყნებულია 2014-05-28 12:55:00


რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნისთვის - დღეიდან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება სხვადასხვა ენაზე მომზადებული სპეციალური ვიდეორგოლებით მოხდება.

ამ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.

ქართულ ენაზე დამზადებული კლიპები, რომელიც პირველი არხის ეთერში უკვე გადის, აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა.

ვიდეო საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში ყოველდღე, საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე გავა. მისი მიზანია, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ქვეყანა ხელს ივნისში მოაწერს.

1463

უახლესი