საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საქველმოქმედო აქცია „ყოჩაღების ქუჩაზე“

გამოქვეყნებულია 2014-05-29 12:57:00


პირველ ივნისს 12:00 საათზე, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, პირველი არხის საბავშვო გადაცემა „ყოჩაღების ქუჩაზე“ მუშტაიდის ბაღში საქველმოქმედო აქციას გამართავს.

მოეწყობა საბავშვო ნახატების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი მოხმარდება მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

აქციის ფარგლებში პირველი არხი და "მეკო სტუდიო" საბავშვო კონცერტს გამართავს.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად პირველი არხი ბავშვებს და მათ მშობლებს ეპატიჟება.

1276

უახლესი