საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

დოკუმენტური ფილმების სტუდია ფილმზე “ვიკინგების მოგზაურობა საქართველოში” მუშაობს

გამოქვეყნებულია 2014-06-04 12:59:00


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია მუშაობს ფილმზე „ვიკინგების მოგზაურობა საქართველოში”.

არსებობს ცნობილი შვედური საგა, სადაც აღწერილია ინგვარის მოგზაურობა და მისი გარდაცვალება სარკლანდის (კასპიისპირეთის) მხარეში.
2004 წელს ჩატარებულმა ექსპედიციამ, რომელსაც ცნობილი შვედი მეცნიერი მაც გ.ლარსონი ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვიკინგები საქართველოში იმყოფებოდნენ.

ამ მასალებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია საქველმოქმედო ასოციაცია თიბისისა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მუშაობს სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე, რომლის გადაღებები შედგება როგორც საქართველოში, ასევე შვედეთში.
2014 წლის 7 ივნისს გადამღები ჯგუფი შვედეთში მიემგზავრება და გადაღებების შემდგომ 16 ივნისს დაბრუნდება საქართველოში.

გადამღები ჯგუფი: რეჟისორი-შალვა შენგელი, ავტორი-ბიძინა მაყაშვილი, ოპერატორი-კახაბერ ბუხრაშვილი, მონტაჟის რეჟისორი-ბექა გერსამია.
ფილმის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი სატელევიზიო სეზონის ეთერში შედგება.

1881

უახლესი