საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2014-06-06 12:58:00


სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოადგენს FIFA-ს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების (რეპორტაჟების) საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ექსკლუზიურ მფლობელს.
გამომდინარე აქედან, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის", ასევე აღნიშნული სპორტული ღონისძიების ლიცენზიის მფლობელის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ FIFA-ს საჯარო რეკომენდაციები ოფიციალური ნიშნების (ლოგოების და ა.შ.) გამოყენების თაობაზე: იხ. ბმული

მოცემულ ბმულზე განთავსებულია FIFA-ს ოფიციალური ინსტრუქცია („გაიდლაინი“), რომელშიც დეტალურად არის განხილული ჩემპიონატის ოფიციალური სიმბოლიკის, ლოგოების და ა.შ. გამოყენების წესები.

აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, FIFA-ს სიმბოლიკის და ლოგოების გამოყენების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორების და სპონსორების გარდა, მხოლოდ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გააჩნია.

1313

უახლესი