საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საერთაშორისო კინოფესტივალზე დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებულ ფილმს წარადგენენ

გამოქვეყნებულია 2014-06-23 13:05:00


15-18 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს გარგარი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ხელმწიფე“ იქნება წარმოდგენილი, არასაკონკურსო პროგრამაში ”ფილმები საზღვრებს გარეშე“ (Films Across Borders).
ერევნის კინოფესტივალი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოფორუმია და მისი პარტნიორია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი.

ფილმმა „ხელმწიფე“ ასევე წარმატებით გაიარა სელექციის პროცესი სარაევოს (ბოსნია და ჰერცეგოვინა) საერთაშორისო კინოფესტივალზე და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსში ოფიციალურად ჩაერთო (15-23 აგვისტო, 2014 წ). სარაევოს კინოფესტივალს 20 წლიანი ისტორია აქვს. იგი აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია.

ფილმის რეჟისორი შალვა შენგელი ოფიციალურად მიწვეულია ორივე ფესტივალზე და ფასტივალების ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ფილმის რჟისორი: შალვა შენგელი
სცენარის ავტორები: შალვა შენგელი და ნინო ჩუტკერაშვილი
პროდიუსერი: ნინო ჩუტკერაშვილი
ოპერატორები: გიორგი სიგუა, კახა ბუხრაშვილი და ბესიკ გაფრინდაშვილი
მონტაჟის რეჟისორი: ბექა გერსამია
მუსიკა ეკუთვნით ზურაბ ჯავახიასა და ალექს კოზობოლისს

ფილმის თემაა: დარჩეს თუ არა სტალინის ძეგლი დედათა მონასტრის ეზოში?- ფილმის მთავარი კითხვა ერთი პატარა სოფლის მოსახლეობის კონფლიქტის საბაბია. ერთი მხრივ, მე-7 საუკუნის მაცხოვრის ამაღლების ტაძართან არსებული დედათა მონასტერი და მეორე მხრივ, ბელადის ძეგლი - შესაძლებელია, თუ არა მათი თანაარსებობა? როგორ გადაიქცა ეკლესია რელიგიასთან ბრძოლით განთქმული ბელადის თავშესაფრად? - როგორი ტიპის იდეოლოგიური კონფლიქტები ახასიათებს 21-საუკუნის საქართველოს მოსახლეობას? - ფილმის ავტორები ეძებენ პასუხებს ამ კითხვებზე.

1309

უახლესი