საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სახელმწიფო ტელევიზიიდან საზოგადოებრივ მაუწყებლამდე

გამოქვეყნებულია 2014-07-03 13:08:00


1-2 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU), ევროპის საბჭოს და NTU-ს ორგანიზებით უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, ალექსანდრე ვახტანგოვი, მარინა მუსხელიშვილი, ასევე მაუწყებლის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თინათინ ბერძენიშვილი დაესწრნენ.

მარინა მუსხელიშვილი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებრივი მაუწყებელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაურა, აღნიშნა ახალი სამეურვეო საბჭოს მზადყოფნა ახალი გამოწვევებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მალე შეძლებს ლიდერი პოზიციის დაკავებას.

საქართველოდან კონფერენციას ასევე დაესწრო და სიტყვით გამოვიდა მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (PSBU) ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორი წევრის - უკრაინის ნაციონალური ტელევიზიის და უკრაინის ნაციონალური რადიოკომპანიის შერწყმის შედეგად შეიქმნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის აუცილებლობა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმაც დაადასტურა.

უკრაინის რადამ 2014 წლის აპრილში მიიღო კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის შესახებ, თუმცა კანონის აღსრულება დროებით შეფერხდა, რადგან კანონში ნათლად არ იყო გასაზღვრული მაუწყებლის სამართლებრივი ფორმა, ასევე მმართველი ორგანოს არჩევის საკითხი, რომელიც, თავის მხრივ, გენერალურ დირექტორს ნიშნავს.

კონფერენციის მიმდინარეობისას ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა ინგრიდ დელანტრემ ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს, კომპეტენციას და ძირითად ღირებულებებს. მან აღნიშნა, რომ

1238

უახლესი