საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-სა და აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია 2014-07-07 13:03:00


„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ დავითაიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის ეთერში ახალი გადაცემის მომზადება იგეგმება, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესები გაშუქდება.

მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, გაეცნობა კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლებისა და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სამომავლო გეგმებს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში მონაწილეობის თაობაზე.

გადაცემა სექტემბრიდან დაიწყება და მეორე არხის ეთერში კვირაში ერთხელ, 45 წუთის განმავლობაში გავა.

1397

უახლესი