საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიისთვის მზადებას იწყებს

გამოქვეყნებულია 2014-07-10 13:11:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის მზადებას იწყებს. შიდაშესარჩევი კონკურსისთვის განცხადებების მიღება 11 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა 10-დან 15 წლამდე ასაკის, მუსიკალური განათლების მქონე ბავშვებს შეეძლებათ. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ერთი სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან (დისკზე), ფოტოსურათი და ბიოგრაფია.

საბუთები წარმოადგინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, კოსტავას ქუჩა N 68. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 409 110.

პირველი არხის პროდიუსერები შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად, ბავშვებს შეარჩევენ, რომლებიც 15 ნოემბერს, მალტაში საბავშვო ევროვიზიის ფინალზე საქართველოს წარადგენენ.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალზე უკვე მერვედ მონაწილეობს და გამარჯვება ორჯერ მოიპოვა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგოთ, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

1495

უახლესი