საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს Lizi-Pop-ი წარადგენს

გამოქვეყნებულია 2014-08-18 13:15:00


საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს 10 წლის Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე) წარადგენს. მასთან ერთად მაყურებელი იხილავს ოთხ მოცეკვავე გოგონას: ქეთი არბოლიშვილს, ნიტა ლომიძეს, სოფო და დეა დაშნიანებს.

საბავშვო ევროფესტივალის მონაწილეები პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფმა შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეარჩია.

პირველი არხის მაყურებელი Lizi-Pop-ის საკონკურსო სიმღერას უახლოეს მომავალში შეაფასებს.

ქართველი მონაწილეები ამ სიმღერით 15 ნოემბერს, მალტაში, საბავშვო ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე წარდგებიან.

1376

უახლესი