საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პარლამენტში სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს უსმენდნენ

გამოქვეყნებულია 2014-09-09 13:16:00


პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს უსმენდნენ. გრიგოლ გოგელია დეპუტატებს მიმდინარე პროექტებსა და სამომავალო გეგმებზე ესაუბრა.
მისი თქმით, უკვე დამტკიცებულია 2014 წლის ბიუჯეტი, ორ თვეში კი მზად იქნება საერთაშორისო აუდიტის დასკვნა, სადაც 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

ბორდის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ დასკვნა მომავალში შესაბამის უწყებებს გადაუგზავნოს.

გოგელიამ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. სხდომა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

1350

უახლესი