საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პარლამენტში სსმ-ის ბორდის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს

გამოქვეყნებულია 2014-09-10 13:16:00


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს.

გრიგოლ გოგელიამ აქცენტები გააკეთა ამ ეტაპზე მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ფინანსებს, საკადრო პოლიტიკას და მაუწყებლის სტრატეგიას ეხება.

გოგელიას განმარტებით, მაუწყებელს, რომელიც სამ ტელეარხსა და სამ რადიოს აერთიანებს, არ გააჩნია განვითარების ერთიანი სტრატეგია და ახლა მთავარ პრიორიტეტად სწორედ ასეთი სტრატეგიის შემუშავება რჩება.

1320

უახლესი