საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელევიზიო ბაზრის კვლევას იწყებს

გამოქვეყნებულია 2014-10-15 13:20:00


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეფორმირების და გარდაქმნის პროცესი დაიწყო. 2015 წლიდან მაუწყებელი ახალი სტრატეგიით იხელმძღვანელებს, რომლის მომზადებაზეც ქართველ კონსულტანტებთან ერთად ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლებიც მუშაობენ.

16 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
სატელევიზიო ბაზრის კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი საზოგადოებრივი
აზრის კვლევის ცენტრმა ACT Research-მა მოიგო. თანამშრომლობის შესახებ
ხელშეკრულება დღეს, 15 ოქტომბერს გაფორმდა. ACT Research-მა მომსახურების
გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს.

კვლევა ფართომასშტაბიანი იქნება და მთელ საქართველოს მოიცავს (შესაბამისი
შერჩევის პრინციპით 18 წლის ზევით მოქალაქეები გამოიკითხებიან). კვლევის ერთ-
ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, ასევე ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი)
მოსახლეობის ტელეაუდიტორიის პრეფერენციების შესწავლა.

სატელევიზიო ბაზრის კვლევამ დედაქალაქთან ერთად მაქსიმალურად უნდა მოიცვას საქართველოს რეგიონები; როგორც ქალაქების ასევე სოფლის მოსახლეობა.

კვლევა შეეხება როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოს და ონლაინ პლატფორმის
აუდიტორიას. კვლევის მონაცემების საფუძველზე გაირკვევა, ჟანრობრივ-თემატური
თვალსაზრისით რა ტიპის გადაცემებს მოელის მოსახლეობა საზოგადოებრივი
მაუწყებლისგან და ტელემაყურებელთა დამოკიდებულება საინფორმაციო გადაცემების და სხვა სატელევიზიოპროექტების მიმართ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.

კვლევის შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

1275

უახლესი