საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სიახლეები პირველი არხის ეთერში

გამოქვეყნებულია 2014-10-20 13:22:00


„ეკონომეტრი“ და „მოამბის“ მთავარი გამოშვების განახლებული ფორმატი-
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 20 ოქტომბრიდან ახალი გადაცემა „ეკონომეტრი“ დაიწყება.

„ეკონომეტრი“ (წამყვანი-დავით ლაბაძე) პირველი არხის მაყურებელს საქართველოს და მსოფლიოს ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა გავა ეთერში.

გადაცემა „მოამბის“ 16:00-საათიანი გამოშვების შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება.

ასევე 20 ოქტომბრიდან „მოამბის“ მთავარი გამოშვება განახლებული ფორმატით გავა ეთერში. „მოამბის“ მთავარ გამოშვებას დაემატება ბლოკი სტუმართან ერთად, რომელსაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წაიყვანს. წამყვანი და სტუმრები საინფორმაციო პროგრამის მთავარი თემის შესახებ ისაუბრებენ.

1438

უახლესი