საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„ვაზში დაკარგულები“ მაყურებლის ფავორიტი ფილმი გახდა

გამოქვეყნებულია 2014-10-30 13:25:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური სტუდიის მიერ გადაღებული ფილმი „ვაზში დაკარგულები“ ჩინეთის კინოფესტივალზე “Silk Road international Film Festival” მაყურებლის ფავორიტი ფილმი გახდა.

ფილმის ავტორია ქეთევან სადღობელაშვილი, რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი.

ფესტივალი 21-25 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ ქსიანში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში 140 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იყო წარდგენილი. სულ დაჯილდოვდა 20 ფილმი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ვაზში დაკარგულები“.

ფილმი ეხება ყვარლელ მევენახეს, რომელმაც იმ დროს, როცა კახეთში ვენახებს ჩეხდნენ, ვაზის უნიკალური ჯიშები - ქისი და ხიხვი ააღორძინა და ტრადიციული ქართული წესით ამზადებს ქვევრის ღვინოს. ვაზსაც და ღვინოსაც, კობა ქვაჭრელიშვილი ცოცხალ არსებად აღიქვამს და ფილმიც სწორედ ამ კუთხით ვითარდება – აჩვენოს ყველა ის პროცესი, რასაც გაივლის ვაზი კაცთან ერთად მთელი წლის განმავლობაში და როგორი დაუღალავი შრომა და სიყვარულია
საჭირო საუკეთესო შედეგის მისაღებად.

მამას შვილი ეხმარება და სწორედ მათი დიალოგის საშუალებით ვიგებთ ვაზის მოვლისა და ქვევრში ღვინის დაყენების კულტურის დეტალებს.

1431

უახლესი