საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

Lizi-Pop-მა მეორე რეპეტიცია გაიარა

გამოქვეყნებულია 2014-11-13 13:28:00


2014 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე) მეექვსე ნომრად იმღერებს. მე-12 საბავშვო ევროფესტივალს მალტა მასპინძლობს. კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 ნოემბერს, 22:00 საათიდან განახორციელებს.

Lizi-Pop-მა მალტაში მეორე რეპეტიცია გაიარა. ქართველმა კონკურსანტმა სიმღერა Happy Day შეასრულა. Lizi-Pop-ი სცენაზე ოთხ მოცეკვავე გოგონასთან ერთად გამოვიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საბავშვო ევროვიზია წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა, წელს კი კონკურსში მერვედ მონაწილეობს.

1350

უახლესი