საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

რეკლამა სამართლებრივ ჭრილში - კონფერენცია თბილისში

გამოქვეყნებულია 2014-11-23 13:35:00


"რეკლამა სამართლებრივ ჭრილში" – ამ სახელწოდების კონფერენცია ევროპის იურისტ სტუდენტთა ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ახალგაზრდული პრესკლუბი მასპინძლობდა.

კონფერენციაში მონაწილეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი ელენა მიხაილოვა, რომელიც რეკლამის სფეროს შესახებ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ესაუბრა.

პროექტის ფარგლებში, რეკლამის სამართლებრივი რეგულაციები განიხილეს და კანონის დარღვევის გამო სანქციების შესახებ ისაუბრეს. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

1457

უახლესი