საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის შედეგები

გამოქვეყნებულია 2014-12-04 13:38:00


2014 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამი სახის აუდიტი ჩატარდა: სახელმწიფო შესყიდვების, საგადასახადო ანგარიშგების და დოკუმენტების სამართლებრივი აუდიტი, რაც გულისხმობს ორგანიზაციის მიერ წარმოებული ნებისმიერი საბუთის, ხელშეკრულების და სამართლებრივი ფორმის შემოწმებას. აუდიტი ჩატარდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF-ს მიერ.

2014 წლის 26 ნოემბერს, დაიდო უპირობო დადებითი დასკვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებულ საგადასახადო ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით „სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს. (“მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მუხლი 34. 12.07.2013. N833)“

ამრიგად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტი საერთაშორისოდ აღიარებულმა კომპანიამ ჩაატარა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აუდიტის შედეგების შესახებ მიყევით შემდეგ ბმულებს:

1469

უახლესი