საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საერთაშორისო კომპანიის მიერ სსმ-ში ჩატარებული აუდიტის შედეგები

გამოქვეყნებულია 2014-12-04 13:39:00


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტის დასკვნას აქვეყნებს. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF-ის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული საგადასახადო ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დასკვნა დადებითია.

მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სამი სახის აუდიტი ჩატარდა: სახელმწიფო შესყიდვების, საგადასახადო ანგარიშგების და დოკუმენტების სამართლებრივი აუდიტი, რაც ორგანიზაციის მიერ წარმოებული ნებისმიერი საბუთის, ხელშეკრულებისა და სამართლებრივი ფორმის შემოწმებას გულისხმობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტი საერთაშორისოდ აღიარებულმა კომპანიამ ჩაატარა.

1453

უახლესი