საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის განაცხადების ვადა 20 დეკემბერს 18:00 საათზე იწურება

გამოქვეყნებულია 2014-12-19 13:42:00


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სიმღერებიდან საერთაშორისო ჟიური შეარჩევს ხუთ საუკეთესო სიმღერას, რომლის წარდგენაც მოხდება 31 დეკემბერს პირველი არხის ეთერში.

პირველი იანვრიდან მაყურებელს საშუალება ექნება "სმს-ების" საშუალებით ხმა მისცეს თავის რჩეულს. 14 იანვარს კი საუკეთესოს საუკეთესოთა შორის მაყურებელთან ერთად, საერთაშორისო ჟიური შეარჩევს.

გამარჯვებული 14 იანვარს პირდაპირ ეთერში დასახელდება.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს საიუბილეო, რიგით მე-60 ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ავსტრიაში.

1327

უახლესი