საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე განხორციელდება

გამოქვეყნებულია 2015-04-01 13:53:00


მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადასვლისთანავე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთის მხარესთან პირდაპირი ტრანსლაციის საკითხებთან დაკავშირებით.

შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

4 აპრილს 19:00 საათზე პირველი არხის ეთერში განხორციელდება პირდაპირი ტრანსლაცია საფრანგეთიდან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმატებას უსურვებს ჩვენს მორაგბეებს!

1454

უახლესი