საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დილის ყოველდღიური პროგრამის წამყვანის პოზიციაზე

გამოქვეყნებულია 2015-07-28 13:56:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დილის ყოველდღიური პროგრამის წამყვანის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს საათები: მცოცავი

თქვენი ძირითადი სამუშაო მოიცავს:
პირდაპირ ეთერში მუშაობა (ეთერის მიმდინარეობა: 07:00- 10:00);
პროგრამის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
თემებისა და სტუმრების მოძიება პროდიუსერებთან ერთად;
საკადრო ტექსტების მომზადება;
პროგრამის რეჟისორთან/პროდიუსერთან კოორდინირებული მუშაობა.

თქვენი პროფილი:
უმაღლესი განათლება. სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით;
კანდიდატის ასაკი - 30 წლიდან 45 წლამდე;
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება;
სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ და სხვა უცხო ენებს;
ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
დროის მართვის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
იმპროვიზაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
აპლიკაციების გადარჩევა
გასაუბრება
ქასთინგი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, ფოტოსურათით ელ.მისამართზე: [email protected] 2015 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დილის წამყვანი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

1413

უახლესი