საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

შენი პროექტი მაუწყებელზე!

გამოქვეყნებულია 2015-08-26 14:00:00


20 ივლისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი სატელევიზიო სეზონისთვის პროექტების მიღება დაიწყო, რომელიც 14 აგვისტოს დასრულდა. სულ შემოვიდა 151 პროექტი (ტელევიზია, რადიო, ვებ-პორტალი).

24 აგვისტოს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა შეფასების პროცედურა იხ. ბმულზე:
http://gpb.ge/uploads/documents/d20b83ee-37ac-498a-a006-f0cf5d1e50bbbrzaneba.PDF.


კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი, ესენია:

ახალგაზრდული მიმართულება:
1."პროცესორი"
2. "ახალგაზრდული პოზიცია"
3. "ინტერ/FACE"

კულტურის მიმართულება:
1. "რადიო ბლოგი ნიუ-იორკიდან"
2. "რადიობლოგერი"
3. "კინომანია"
4. "ზარი ახლობელთან"
5. "ანარეკლები"
6. "ტრანსმისია"
7. "ვიდეო-ბლოგი ART MUSIC"

საბავშვო მიმართულება:
1. "ასფურცელა"
2. "ცნობერების შოუ"
3. "წიგნების თარო"
4. "არაჩვეულებრივი შვიდეული"

სოფლის მეურნეობა:
1."სოფლის საქმე"

იუმორისტული მიმართულება:
1."ტელეთერაპია"

საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილია პროექტების შერჩევისა და შეფასების კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე მის გარეთ მომუშავე პროფესიონალებით.

კომისიის წევრები არიან: გიორგი ებრალიძე (კომისიის თავმჯდომარე), ელდარ შენგელაია, გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე, სერგი გვარჯალაძე, დოდო შონავა, კოტე ჯანდიერი, ქეთი სადღობელაშვილი, რუსუდან მანჯგალაძე, თიკო ბერძენიშვილი.

პროექტების შერჩევის დასრულების ბოლო ვადაა - 10 სექტემბერი.

1343

უახლესი