საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში

გამოქვეყნებულია 2015-09-08 13:58:00


8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სერგი გვარჯალაძე დაინიშნა.
ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ჩართოლანი იკავებდა. გიორგი ჩართოლანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2014-2015 წლებში ჩაატარა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები, რაც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გამოვლენას, ასევე ზოგადად მედიაგარემოს შესწავლას.

კვლევის საექსპერტო ნაწილის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ორგანიზაცია არ სარგებლობს მაღალი ნდობით და აქვს დაბალი რეიტინგი. იმავეს ადასტურებს ე.წ. „ფიფლმეტრების“ საშუალებით მიღებული ყოველდღიური მონაცემები.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა და ეტაპობრივად ხორციელდება რეფორმა რამდენიმე მიმართულებით:

• შეიქმნა ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგია

• მიმდინარეობს სტრუქტურის ძირეული ცვლილება

• განახლებულია ყველა სამაუწყებლო პლატფორმის საეთერო ბადე

• დაიწყო გაერთიანებული საინფორმაციო სამსახურის პროექტის იმპლემენტაცია

რეფორმის განხორციელების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ყველა სამეურვეო საბჭოს მიერ მომზადებულ პროგრამულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მომზადდა მაუწყებლის გარდამავალი საეთერო ბადე, რაც შესაძლებლობას იძლევა

მნიშვნელოვანი ცვლილებების პარალელურად არა თუ შეჩერდეს სამაუწყებლო ეთერი, არამედ გაძლიერდეს სხვადასხვა მიმართულებით: მაუწყებლის სოციალურ-პოლიტიკური ზოლი იზრდება, ემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, რაც თავისთავად გულისხმობს წამყვანების და ფორმატების მრავალფეროვნებას ყველა სამაუწყებლო პლატფორმაზე.

ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე მზადდება ახალი პროგრამების საპილოტე ვერსიები, გამარჯვებული გადაცემები: კულტურის, საბავშვო, ახალგაზრდული, იუმორისტული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განთავსდება ახალ სამაუწყებლო ეთერში.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ძლიერდება ჟურნალისტური გამოძიების არსებული ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროგრამებს ყველა სამაუწყებლო არხისთვის, შეძენილია მექანიკური წარმოების პრემიუმ კლასის პროდუქცია: სერიალები, ფილმები.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო ორგანიზაცია, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, გეგმავს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვას. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება კანონის შესაბამისი დაცვით, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის, შიდა რეგულაციის ნორმებისა და ქცევის კოდექსის გათვალისწინებით.

1409

უახლესი