საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი რადიო PRIX EUROPA 2015-ის ნომინანტია

გამოქვეყნებულია 2015-09-09 14:02:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის „რადიო 1“ ის რადიოსპექტაკლი „ნირვანაში ჩაკარგულები“ 2015 წლის ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის PRIX EUROPA 2015-ის რადიოს მხატვრული პროდუქციის კატეგორიაშია ნომინირებული.

ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის ჟიურიმ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარდგენილი 664 კანდიდატიდან ერთ-ერთ ნომინანტად საზოგადოებრივი რადიოს პროდუქცია „ნირვანაში ჩაკარგულები“ დაასახელა.
ავტორი: კატო ჯავახიშვილი, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი: ბაკო ხვიჩია.

2015 წლის ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის PRIX EUROPA 2015-ის გამარჯვებულებს 23 ოქტომბერს სპეციალური ჟიური გამოავლენს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

ევროპის მაუწყებელთა ფესტივალი PRIX EUROPA 1987 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, ის ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ფესტივალია ტელერადიო და ონლაინ მედიისთვის.

ეს საზოგადოებრივი რადიოს პროდუქციის წარმატების პირევლი შემთხვევა არ არის, PRIX EUROPA 2013-ზე რადიოსპექტაკლი „შარვლიანი ღრუბელი“ იყო ნომინირებული.

1281

უახლესი