საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

გამოქვეყნებულია 2015-09-28 14:03:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს შვიდიდან ოთხ წევრს უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული ვადა ამოეწურა.
სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 5 ივლისის #210 გადაწყვეტილების საფუძველზე “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ პერიოდში მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრების, კერძოდ, ბ-ნი ზურაბ დავითაშვილის, ქ-ნი ნინო დანელიას და ბ-ნი გიორგი მელაძის უფლებამოსილების ვადები განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე ვადით განისაზღვრა ასევე ქ-ნი ნატალია დვალის უფლებამოსილების ვადაც, რომელიც ჩაენაცვლა ბ-ნ გიგა ნასარიძეს.

ამჟამად, მონიტორინგის საბჭოს 3 წევრი ჰყავს: მამუკა ფაჩუაშვილი, დავით კანდელაკი და ემზარ გოგუაძე. მათ უფლებამოსილება 2017 წლის პირველ სექტემბერს ეწურებათ.

1384

უახლესი